მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ეგვიპტეში კორონავირუსზე ვაქცინაცია დაიწყო (ვიდეო)

ვაქცინაცია ეგვიპტეში
1611560542
COVID-19

ეგვიპტეში კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაცია დაიწყო. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.  

„ქვეყანამ მიიღო ჩინეთის „სინოფარმის“ ვაქცინის პირველი პარტია, რომელიც გადაეცა სამედიცინო პერსონალს საკარანტინო საავადმყოფოებში ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ ისმაილიას პროვინციაში“, - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

ვაქცინაცია პირველ ეტაპზე ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს ჩაუტარდებათ, შემდეგ კი მოხუცებს, ქრონიკულ პაციენტებსა და სხვებს.

სამინისტროს ცნობით, ქვეყანას ვაქცინის 140 მილიონი დოზის შენახვის შესაძლებლობა აქვს.

ეგვიპტეში ამ დროისთვის კორონავირუსის 161 800-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული, ხოლო გარდაცვლილია 8 959 ადამიანი.

👉 ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში უჰანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა.

👉 ვირუსის დადასტურებიდან 3 თვეში ჩინეთის ხელისუფლებამ აღიარა, რომ COVID-19 გადამდებია.

👉 ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.