COVID-19

ეკა ადამია: შეკვეთილის ცხელების ცენტრი კოვიდპაციენტების სამართავად სრულადაა აღჭურვილი

ჯანდაცვის პოლიტიკის სამმართველოს უფროსი
22:03 16.10
დაკოპირებულია

„კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდის მიუხედავად, ჯანდაცვის სისტემა სიტუაციას მართავს და სოციალურ ქსელებსა და სხვადასხვა მედიასაშუალებაში გაჟღერებული ცნობები იმის შესახებ, რომ უწყება ვერ უმკლავდება პაციენტების მართვას, ვითარების ხელოვნურად დაძაბვას ემსახურება“, - ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს ჯანდაცვის პოლიტიკის სამმართველოს უფროსმა ეკატერინე ადამიამ განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში როგორც ცხელების, ისე COVID 19-ის მართვის ფუნქციით, 44 დაწესებულება მოქმედებს, რომელთა შორის ახლადგახსნილი შეკვეთილის ცხელების ცენტრიც არის.

ადამიას განცხადებით, კლინიკაში 21 საწოლი და ოთხი სასუნთქი აპარატია მობილიზებული, ხოლო საჭიროებიდან გამომდინარე, იგეგმება მათი დამატებაც.

ეკა ადამიას ინფორმაციით, აღნიშნული ცენტრის ინფრასტრუქტურა როგორც ცხელების მქონე, ასევე კოვიდპაციენტების სამართავად, სრულადაა აღჭურვილი.

„ზოგადად გარკვეული ვნებათაღელვა შეინიშნება მედიასაშუალებებში ეპიდსიტუაციის გაუარესებასთან ერთად. არის მცდელობა, დაძაბონ ქვეყანაში არსებული ფონი, და ეს არის ძალიან ცუდი, ვინაიდან სიტუაცია არ არის ისეთი მძიმე, როგორც შეიძლება ზოგიერთმა მედიასაშუალებამ დასახოს და ასეთ დროს პირიქით გამოვიწვიოთ პანიკა მოსახლეობაში, რისი საფუძველიც რეალურად არ არსებობს.

ჯანდაცვის სისტემა სავსებით მზად არის ამ პროცესის სამართავად. ქვეყანაში 44 კლინიკაა მომზადებული როგორც ცხელების, ასევე კოვიდის დადასტურების შემთხვევების სამართავად. მომზადებულია პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებები და ისინი ონლაინ, ბინაზე მართავენ პაციენტებს.

ამდენად ეს პროცესი ამ ეტაპისთვის სრულიად მართულია და პანიკის და დეზინფორმაციის გავრცელების არანაირი საფუძველი ნამდვილად არ არსებობს. პირიქით, ეს ემსახურება უფრო მეტი დაძაბულობის შექმნას, პაციენტების დაშინებას და შიშის დათესვას მოსახლეობაში, რაც კარგ შედეგს არავის არ მოუტანს.

სახელმწიფოს აქვს სრული რესურსი იმისთვის, რომ ამ პროცესს გაუმკლავდეს და კოვიდი მთელ ქვეყანაში მართოს,“ - განაცხადა ეკა ადამიამ.

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი - უახლესი...

ახალი ამბების სააგენტო Pia.ge გაგაცნობთ ყარაბაღის ტერიტორიაზე მიმდინარე სამხედრო...
შუახევის მუნიციპალიტეტში ტურისტული მნიშვნელობის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია ხორციელდება. ამის შეს...
59 წუთის წინ
კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია „იმედის“ წინააღმდეგ პოლიტიკური გაერთიანება „პატრიოტთა ალიანსის“...
16:26
„ბიძინა ივანიშვილს ჩემსავით შანსი აქვს, რომ ხელისუფლება მშვიდობიანად გადააბაროს“, - ამის შესახებ საქ...
16:22
სომხეთის შეიარაღებული ძალები აგრძელებენ მშვიდობიანი მოსახლეობით დასახლებული სოფლების დაბომბვას. ამის...
15:43
აფეთქება ქაბულში ავღანეთში საგანმანათლებლო ცენტრზე თავდასხმას...
ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში საგანმანათლებლო ცენტრზე თავდასხმას სულ მცირე 18 ადამიანი ემსხვერპლა, ათო...
11:58
კოვიდინფიცირებულებიდან 429 პაციენტი მძიმ...
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილ...
„პენიტენციური სამსახური ბრალდებულის სუიც...
სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში 2020...
მდინარე იორზე წყლის ხარისხის ქიმიური და...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოსა და...