მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ეკატერინე ტიკარაძე: 15 ათასზე მეტი საწოლფონდის მობილიზება მოვახერხეთ

ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელი
1606407458
COVID-19

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის თქმით, კოვიდინფიცირებული პაციენტებისთვის მობილიზებულია 15 ათასზე მეტი საწოლფონდი. 

როგორც სატელევიზიო ეთერში ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, საქართველოში დასავლეთის ქვეყნების პრაქტიკის გათვალისწინება ხდება.

ამასთან, ტიკარაძის განცხადებით, საქართველოს ჯანდაცვის სისტემა მაქსიმალურად მოემზადა იმ შესაძლებლობების ფარგლებში, რაც ჰქონდა.

„შეიძლება ვთქვათ, რომ 15 ათასზე მეტი საწოლფონდის მობილიზება მოვახერხეთ. ვაკვირდებით და ვითვალისწინებთ იმ პრაქტიკას, რაც სხვა ქვეყნებს აქვს. ბევრ ქვეყანაში კოვიდისთვის მობილიზებული აქვთ ბევრად უფრო ნაკლები საწოლფონდი. საქართველოს ჯანდაცვის სისტემა მაქსიმალურად მოემზადა იმ შესაძლებლობების ფარგლებში, რაც გაგვაჩნდა“, - განაცხადა ტიკარაძემ.

ინფორმაციისთვის, საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში მოქმედი წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო.

🔴 ტიკარაძე: ორ კვირაში 35-დან 45%-მდე ველით ინფექციის გავრცელების შემცირებას

🔴 21:00 საათიდან 05:00 საათამდე როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილება იზღუდება

🔴 რესტორნები და კვების ობიექტები გატანის სერვისზე გადადიან