მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რა შედეგს მოგვცემს COVID-19-თან ბრძოლის აპლიკაცია

ჯანდაცვის მინისტრის ბრიფინგი
1585909958
COVID-19

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სატელეფონო აპლიკაცია, რომელიც კორონავირუსის გადადების საფრთხეს ამცნობს, რამდენიმე ქვეყანაში გაიტესტა. საქართველო კი, პირველი იქნება ევროპაში, რომელიც ამ აპლიკაციით COVID-19-თან ბრძოლას გააგრძელებს.

"კორეაში აპლიკაციის საშუალებით ერთ-ერთი წარმატებით იმართა კორონავირუსი, ვინაიდან იქ კონკრეტულად იყო გამოკვეთილი, ვინ იყვნენ საკონტაქტო პირები, რაც ადამიანებს იმის საშუალებას აძლევდა, თავი აერიდებინათ სარისკო კოტაქტებისგან, ასევე დროულად მიემართათ ექიმისთვის იმ შემთხვევაში, თუ აპლიკაცია უჩვენებდა მათ საეჭვო კონტაქტთან ახლო რადიუსზე ყოფნას", - აღნიშნა მინისტრმა.

მისი თქმით, აპლიკაციაში ჩართვა და გადმოტვირთვა ნებაყოფლობითი იქნება. თუმცა, ვინაიდან ახალ კორონავირუსთან ბრძოლა დამოკიდებულია მოქალაქეების სოციალურ პასუხისმგებლობაზე, ის უნდა იყოს ძალიან მაღალი.

"ყველა მოქალაქის სოციალური პასუხისმგებლობა უნდა იყოს ძალიან მაღალი, ვინაიდან ჩვენ პასუხს ვაგებთ როგორც საკუთარი თავის, ისე ოჯახის წევრების ჯანმრთელობაზე. დარწმუნებული ვარ, მოსახლეობის უმეტესი ნაწილი, ნებაყოფლობით ჩაერთვება ამ აპლიკაციაში, საკუთარი ოჯახის წევრების და საკუთარი თავის უსაფრთხოებისათვის.

ჩვენ ჩავატარეთ კვლევა, ჩვენი მოქალაქეების რა ნაწილს შეუძლია ჩაერთოს ამ აპლიკაციაში და შედეგად გამოვლინდა, რომ შეგვიძლია სოციალური დისტანცირების და პრევენციის გაზრდა 40%-მდე, ეს იქნება ძალიან ეფექტური შედეგის მომცემი, იმისათვის, რომ აღვკვეთოთ კორონავირუსის გავრცელება საქართველოში", - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.