COVID-19

ეკატერინე ტიკარაძე: კორონავირუსზე ტესტს 7 კერძო ლაბორატორია ჩაატარებს

ტიკარაძე სხდომაზე
16:49 26.03
დაკოპირებულია

"ჩვენ არ გვაქვს შეცდომის დაშვების უფლება. ეს არაერთხელ განვმარტეთ", - ასე პასუხობს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე კითხვას, იმ შემთხვევაში თუ კერძო კლინიკები თავად შემოიტანენ კორონავირუსის დამდგენ ტესტებს და კომერციულად მიაწვდიან ამ სერვისს მოქალაქეებს, ხომ არ შეუწყობს ეს ხელს მეტი ადამიანის გატესტვას.

მინისტრის თქმით, სახელმწიფოს ძალიან მკაცრი მიდგომა აქვს კორონავირუსის დამდგენ ტესტებთან მიმართებაში - კონტროლდება ტესტის ხარისხი, ამ საკითხთან დაკავშირებით კი ინტენსიურად მუშაობს, როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრი, ისე რეგულირების სააგენტო.

"დღეის მდგომარეობით 8 კომპანიას ჰქონდა წარდგენილი დოკუმენტაცია რეგულირების სააგენტოში ტესტების შემოტანაზე, რომელმაც დაავადებათა კონტროლის ცენტრთან გავლილი კომუნიკაციის საფუძველზე, მხოლოდ 4 ასეთ კომპანიას დართო ნება და უფლება მისცა, რომ შემოეტანა საქართველოში სწრაფი და "პისიარ" ტესტები.

ის საკითხი, რომ ჩვენ კომერციალიზაციას ვეწინააღმდეგებით, არის იმის საპასუხოდ, რომ დღევანდელ მდგომარეობაში, არც ერთ უწყებას, ისევე, როგორც კერძო სექტორს, არ აქვს უფლება, ნახოს მოგება იმ ადამიანებზე, რომლებსაც აქვთ ასეთი გამოწვევა. ჩვენ ვეწინააღმდეგებით იმ კომერციული ფასების დადგენას, რომელიც იყო უკვე დაფიქსირებული საქართველოში. სწორედ აქედან გამომდინარე, ჩვენ ასევე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მოხდება თანხის ფიქსირება და გარკვეულ და უმეტეს შემთხვევებში ეს თანხები გადახდილი იქნება სახელმწიფოს მხრიდან, როდესაც იქნება ასევე ექიმის დამადასტურებელი ჩვენება COVID-19-ზე ტესტირების ჩასატარებლად", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მინისტრის ინფორმაციით, დაავადებათა კონტროლის ცენტრმა 7 კერძო ლაბორატორია შეარჩია, რომელსაც უფლება აქვს მინიჭებული კორონავირუსის დასადგენად ტესტები ჩაატაროს. მათ ეს ტესტები ლუგარის ლაბორატორიამ საჩუქრად გადასცა.

სომხეთ-აზერბაიჯანის ომი

სომხეთ–აზერბაიჯანის სრულმასშტაბიანი ომი...

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შეიარაღებული დაპირისპირებისას მსხვრპლის ოდენობა 16...
შეკვეთილის დენდროლოგიურ პარკში დამთვალიერებელთა ნაკადი მეორე დღეა არ წყდება. დილიდან პარკს რამდენიმე...
26 წუთის წინ
საქართველოს ბანკი სასტუმრო ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით ყვარელში, სამონასტრ...
41 წუთის წინ
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) გამანაწილებელ...
55 წუთის წინ
პარლამენტში საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს უსმენენ. კობა გვენეტაძე პარლამენტის პლენარულ სხდო...
16:36
აზერბაიჯანის ექს საგარეო საქმერთა მინისტრი ალიევმა საგარეო საქმეთა მინისტრი გაათავისუფლა
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა საგარეო საქმეთა მინისტრის ელმერ მამედიაროვის გათავისუფლების ბრძანებას მოაწე...
ტექნიკური უნივერსიტეტის კიბერნეტიკის ინს...
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კიბერნეტიკის ინსტიტუტის ინფორმაციის ჰოლოგრაფ...
Euromoney-მ საქართველოს ბანკი 2019 წლის...
ავტორიტეტულმა ფინანსურმა ჟურნალმა, EuroMoney-მ საქართველოს ბანკი საქართველოში 20...
სოციალური დახმარების მიმღებთა სია გადაიხ...
პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ფინანსთა მინისტრს დაავალა, მიზნობრივი სოციალურ...