მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ეკატერინე ტიკარაძე: ოჯახის ექიმის კომპეტენციაა, თუ რა კვლევები შეიძლება ჩაუტარონ პაციენტებს ვაქცინაციის წინ

ეკატერინე ტიკარაძე
1619094481
COVID-19

„ჩემი მოწოდება იქნება, მსურველებმა მიმართონ საკუთარ ოჯახის ექიმებს, რომლებიც მისცემენ მათ კვალიფიციურ რეკომენდაციას ყველა საჭირო კვლევასთან დაკავშირებით“- განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.

„DRJ“-სისტემა ეს არის მიმდინარე პროცესი, რომელიც ტარიფიკაციასთან არის მიბმული და რომელიც ჯანდაცვაში უნდა დაინერგოს. აქედან გამომდინარე, ეს არის ცალკე მდგომი პროცესი, მიუხედავად იმისა, ვაქცინაცია საჭირო არის თუ არა.

სამინისტრო მუშაობს და მალე უკვე იქნება ის დანერგილი სრულიად საქართველოს მასშტაბით ყველა მიმართულებით. რაც შეეხება იმ ანალიზებს, რომელიც საზოგადოებას ესაჭიროება ვაქცინაციის წინ, მე არ გავაკეთებ კონკრეტულ განცხადებას ვინაიდან, ამისთვის არსებობს ოჯახის ექიმი, რომელიც კონკრეტულ პაციენტს ჰყავს იმ სადაზღვევო სისტემით, რომელიც ჩვენ დღეს გვაქვს.

ოჯახის ექიმის კომპეტენციაა და გაიდლაინში არის მიღებული, თუ რა დამატებითი კვლევები შეიძლება ვაქცინაციის წინ ჩაუტარონ პაციენტებს, რომ იგრძნონ თავი უსაფრთხოდ.

ჩემი მოწოდება იქნება, მსურველებმა მიმართონ საკუთარ ოჯახის ექიმებს, რომლებიც მისცემენ მათ კვალიფიციურ რეკომენდაციას ყველა საჭირო კვლევასთან დაკავშირებით და თუ ისინი გაივლიან ამ საიმედო გზას, იქნებიან გაცილებით მეტად დაცულები.

იხილეთ აგრეთვე:

✅ჯანდაცვის მინისტრი პატრიარქს შეხვდება

✅„ციცაბო პერიოდში ვიმყოფებით“ - ტიკარაძე ეპიდვითარებაზე