მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ეკატერინე ტიკარაძე: თებერვალში კორონავირუსის ვაქცინის გარკვეულ მოცულობას ველოდებით

ჯანდაცვის მინისტრის ფოტო
1610114204
COVID-19

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ კორონავირუსის ვაქცინის გარკვეულ მოცულობას საქართველოში თებერვალში ელოდებიან.

„ჩვენ ვთანამშრომლობთ COVAX პლატფორმასთან, რომელიც ქვეყნების მხრიდან აუცილებლად ითხოვს ვაქცინასთან დაკავშირებით გეგმის წარდგენას. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და COVAX პლატფორმისთვის ჩვენ წარდგენილი გვაქვს გეგმა.

ჩვენ გვაქვს ინტენსიური მოლაპარაკებები, რაც გულისხმობს იმას, რომ თებერვლის თვეში COVAX პლატფორმიდან საქართველოსთვის ველოდებით ვაქცინის გარკვეულ მოცულობას, რომელიც შესაბამისად იქნება გადანაწილებული იმ მოწყვლად ჯგუფებზე, რომლისთვისაც ვირუსის გავრცელება ყველაზე მეტად არის რისკის შემცველი“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ინფორმაციისთვის COVAX პლატფორმიდან, საქართველოში კორონავირუსის ვაქცინას გაზაფხულზე ელოდებოდნენ. პლატფორმამ საქართველოს მიაწვდის იმ ვაქცინას, რომელსაც ქვეყანა შეარჩევს.