მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ეკატერინე ტიკარაძემ ვაქცინაციის მომდევნო ჯგუფი დაასახელა

ეკატერინე ტიკარაძე
1616063944
COVID-19

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ჟურნალისტებთან საუბრისას ვაქცინაციის მომდევნო ჯგუფს ასახელებს.

„უნდა აღინიშნოს, რომ „ასტრაზენეკას“ მიმართ მიმდინარეობს აგრესიული ანტიკამპანია,“ - აცხადებს იგი.

ტიკარაძის თქმით, მიუხედავად ანტიკამპანიისა, რაც გავლენას ახდენს მოქალაქეების აქტივობაზე, „ასტრაზენეკას“ ვაქცინას ჯანდაცვა ვაქცინაციის სიიდან არ ამოიღებს.

„შემდეგი ჯგუფი, გაწერილი გეგმის მიხედვით, იქნება ხანდაზმულთა სახლები და 75 წელს ზევით პირები, რომელთა მიმართებაშიც, დღეს მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუ რა პერიოდიდან იქნება მათთვის ღია ფანჯარა და როდის ჩაერთვებიან ისინი ვაქცინაციის პროცესში,“ - განაცხადა ტიკარაძემ.

ინფორმაციისთვის, 15 მარტს საქართველოში კოვიდვაქცინაცია დაიწყო. 13 მარტს ქვეყანამ „კოვაქს“ პლატფორმის საშუალებით ასტრაზენეკას 43200 დოზა ვაქცინა მიიღო. ვაქცინაციის ამ ეტაპზე ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები იცრებიან.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔴 პრეზიდენტმა კორონავირუსზე ვაქცინა საჯაროდ გაიკეთა

🔴 პაატა იმნაძემ კორონავირუსის ვაქცინა საჯაროდ გაიკეთა