მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ექიმი Covid-19-ით გარდაცვლილ მეორე პაციენტზე: შვილიშვილისგან დაინფიცირდა

საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმი
1586077751
COVID-19

თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის ლალი ტურძელაძის ინფორმაციით, კორონავირუსით გარდაცვლილ მეორე ქალბატონს ვირუსი შვილიშვილისგან გადაედო.

როგორც ექიმმა აღნიშნა, ბოლო შემთხვევა თბილისს ეხება და არავითარ კლასტერზე საუბარი არ არის.

"თქვა, რომ 3 კვირის წინ მისი შვილიშვილი გრიპოზული მოვლენებით იყო, მას არ მიუმართავს საავადმყოფოსთვის და მას ისე მოეხსნა სიმპტომები, თუმცა ბებიას დაეწყო და გადაყვანილ იქნა შავი ზღვის ჰოსპიტალში, იქიდან კი ჩვენთან. ქალბატონის შვილიშვილი ჩვენთან იმყოფება, ეს არის ზუსტად ის 41-ე შემთხვევა, ტესტი დადასტურდა, თუმცა განეორებით მოგვთხოვა ლუგარმა დადასტურება. ამ შემთხვევაში ბებიას შვილიშვილისგან გადაედო ვირუსი და შვილიშვილს ვისგან ამას ოჯახი ვერ აკონკრეტებს", - განუცხადა "მაესტროს" ლალი ტურძელაძემ.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით დღეს მეორე პაციენტი გარდაიცვალა.