მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ექიმი: ისრაელში კორონავირუსის დადსტურებული შემთხვევბის 35% რელიგიურ ნაწილზე მოდის

მორწმუნეები კორონავირუსის გამო დაწესებულ შეზღუდვებს არ ემორჩილებიან
1585674487
COVID-19

ისრაელში მოღვაწე ექიმ-ანესთეზიოლოგის ქეთი ბურდულაძის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის ყველაზე დიდი შემთხვევა რელიგიურად დასახლებულ უბნებზე მოდის.

მისივე თქმით, მკაცრი კონტროლისა და სანქციების მიუხედავად ისრაელში მორწმუნე ადამიანების დამორჩილება ძალიან რთულია.

"ძალიან გართულებულია ებრაელთა რელიგიური ნაწილის კონტროლი. რთულია მათზე გავლენის მოხდენა. ისინი ნაკლებად ემორჩილებიან ისეთ წესებს, როგორიცაა ქორწილსა და დაკრძალვაზე ადამიანების შეზღუდვა, განსაკუთრებით რთული სინაგოგების დაკეტვა იყო. ისრაელი სამი აბრაამული რელიგიის ცენტრია და შეზღუდვები ყველას ეხება. რელიგიური შეზღუდვები ყველასთვის დამთრგუნველი და შემაშინებელი იყო. კორონავირუსის ყველა დადასტურებული შემთხვევის 35% მჭიდროდ დასახლებულ რელიგიურ უბნებზე მოდის.

კარანტინი აქ მაშინ გამოცხადდა, როდესაც ახალი ვირუსის შემთხვევა სამი ათას პაციენტს აცდა. შეზღუდვა განისაზღვრება იმით რომ სახლის დატოვების უფლება მხოლოდ სასურსათო მაღაზიასა და აფთიაქში გასვლის შემთხვევაში გაქვს. ან სახლთან ახლო 100 მეტრის ფარგლებში ძაღლის გასასეირნებლად", - განაცხადა ქეთი ბურდულაძემ "ტვ პირველის" ეთერში.