მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ექიმი როშალი: COVID-19–ის პანდემია ბიოლოგიური ომის რეპეტიციაა

რუსი ექიმი
1596448804
COVID-19

„ახალი ტიპის კორონავირუსის პანდემია ბიოლოგიური ომის რეპეტიციაა“, - ამის შესახებ რუსეთის გადაუდებელი პედიატრიული ქირურგიისა და ტრავმატოლოგიის კვლევითი ინსტიტუტის პრეზიდენტმა, ექიმმა ლეონიდ როშალმა Forbes- სთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ კროონავირუსი ლაბორატორიაში შეიქმნა, თუმცა არსებული ვითარება ჯანდაცვის სისტემების სერიოზულ ტესტს წარმოადგენს.

„როდესაც ვაანალიზებ არსებულ ვითარებას, ვხვდები, რომ ეს არის ბიოლოგიური ომის რეპეტიცია. არ ვამბობ, რომ ეს ვირუსი შეიქმნა ადამიანის მიერ. ასეთი განცხადებისთვის საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობს. გარდა ამისა, მე არ ვარ ვირუსოლოგი. მაგრამ ეს არის ჯანდაცვის სისტემის ტესტი, ქვეყნის ბიოლოგიური დაცვის ჩათვლით“, - აღნიშნა რუსმა ექიმმა.

მისი აზრით, ამ ეტაპზე აუცილებელია გაგრძელდეს პირბადისა და ხელთათმანების გამოყენება, საბავშვო ბაღებსა და სკოლებში თერმოსკრინინგი და სამსახურებში საეჭვო სიმპტომების მქონდე თანამშრომლების კონტროლი.

„კორონავირუსი კაცობრიობის იმუნიტეტს სერიოზული ბიოლოგიური კატასროფისთვის ფიზიკურად ამზადებს“, - განაცხადა ექიმმა.

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების 18 მლნ-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული. გარდაცვლილია 693 000-ზე მეტი ადამიანი.