მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ეკლესია კოვიდ საწინააღმდეგო კამპანიაში, რა თქმა უნდა საკმარისად ჩართული არ არის“ - მამა გიორგი ჩაჩავა

„ეკლესია კოვიდ საწინააღმდეგო კამპანიაში, რა თქმა უნდა საკმარისად ჩართული არ არის“
1620418803
COVID-19

მამა გიორგი ჩაჩავამ სატელევიზიო ეთერში, ჩიპიზაციაზე, ვაქცინაციასა და სასულიერო პირებს შორის მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა. მისი თქმით, ეკლესია კოვიდ საწინააღმდეგო კამპანიაში, საკმარისად ჩართული არ არის.

„ეკლესია კოვიდ საწინააღმდეგო კამპანიაში, რა თქმა უნდა საკმარისად ჩართული არ არის. ამ ადამიანებზე იმოქმედა ძალიან დიდმა ნეგატიურმა ინფორმაციამ, რომელიც დაიწყო იმ წამსვე. ანუ ჯერ კიდევ ვაქცინა არ იყო შემოსული, როდესაც ძალიან სერიოზული კამპანია დაიწყო. ფსიქოლოგიურად, ადამიანი იმახსოვრებს პირველს რასაც იტყვიან, მისთვის პირველი გაგონილი ინფორმაცია ყოველთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მეორე და მესამე.

ამ შემთხვევაში, ჯერ კიდევ ვაქცინაზე მიდიოდა მუშაობა, როცა თავიდანვე თქვეს, რომ იქ არის რაღაცა ჩიპები და მოხდება ჩიპიზაცია.

ელემენტარულად წარმოვიდგინოთ, ახლა მე რომ ავიცერი, იქ არის 10 დოზა და წარმოვიდგინოთ, რომ იქ ცურავს 10 ჩიპი, შპრიცით ამოღების დროს რა გარანტია არის, რომ ამ სითხესთან ერთად პატიოსნად ერთი ჩიპი გამოჰყვება იმ ნემსს და მერე შევა იმ ადამიანში. ლოგიკურად ეს ხომ შეუძლებელია, მაგრამ ამაზეც მსჯელობა არ მიდის.

ეგ არის აბსურდი, მაგრამ სამწუხაროდ ხალხს სჯერა და ვერავინ ვერ გამოვიდა და ვერ აუხსნა ეს ამბავი მათ,- განაცხადა მამა გიორგი ჩაჩავამ.

მისი თქმით, ვაქცინაცია ცხოვრების ჩვეული რეჟიმში დასაბრუნებლად აუცილებელია.

მან ასევე იოანეს მეცხრე სახარება გაიხსენა, სადაც ქრისტე თავისივე დანერწყვილი თიხით განკურნავს ავადმყოფს.

„ქრისტემ გაამზადა ერთი მარტივი წამალი, რომელიც მისი არ ჰყოფნის პერიოდში ჩვენ უნდა გამოგვეყენებინა. მან მოგვცა მაგალითი, რომ ჩვენ უნდა გამოვიყენოთ წამალი მაშინ, როდესაც ეს გვჭირდება.

ქრისტემ გვითხრა, რომ ფიზიკურად მე ყოველთვის თქვენს გვერდში არ ვიქნები, შესაბამისად თქვენ უნდა გამოიყენოთ წამალიო და შექმნა ერთი მარტივი წამალი“, - აღნიშნა მოძღვარმა.

მამა გიორგი ჩაჩავამ სასულიერო პირებს შორის მომხდარ დაპირისპირებაზეც ისაუბრა და აღნიშნა:

„არსებობს კანონიკური სამართალი, სადაც არის აღწერილი დეტალურად ყველანაირი ქმედება, რისი გაკეთების უფლება აქვს და რისი არა მღვდელმსახურს.

შეიძლება მოულოდნელად რაღაც მოხდეს, მაგრამ ეს სხვაა, მაგრამ შეგნებულად უკვე ის ავტომატურად კარგავს მღვდლის წოდებას, ხარისხს, მადლს კარგავს.

არ შეიძლება, რომ მღვდელმა დაღვაროს სისხლი, როგორც არ შეიძლება, რომ მღვდელმა ინადიროს, ჰქონდეს იარაღი, თუნდაც სანადირო თოფი. ეს ყველაფერი აღწერილია კანონიკურ სამართალში“.

წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის მოძღვარი, მამა გიორგი ჩაჩავა პირველი სასულიერო პირია, ვინც კორონავირუსის წინააღმდეგ აიცრა. მან „ასტრა-ზენეკას“ ვაქცინა გაიკეთა.

ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში, უჰანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა.

კორონავირუსი საქართველოში პირველად 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.ჯანდაცვის მსოფლიო

ორგანიზაციამ კი კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 6 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.06%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 5.66%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 6.76%.