COVID-19

ეპიდვითარება გამწვავდა – აზერბაიჯანში კვირის ბოლო დღეებში სახლიდან გასვლა იკრძალება

კორონავირუსი, ბაქო,
კარანტინი
1591203755
დაკოპირებულია

კოვიდინფიცირების შემთხვევების მკვეთრი ზრდის გამო აზერბაიჯანის ხელისუფლება საკარანტინო რეჟიმს კვლავ ამკაცრებს.

კერძოდ, ადგილობრივი სააგენტო „ტურანის“ ცნობით, კვირის ბოლო 2–3 დღის განმავლობაში საერთოდ იკრძალება ქუჩაში გასვლა. ამის შესახებ აზერბაიჯანის მინისტრთა კაბინეტის პრეს–სამსახურის უფროსმა იბრაჰიმ მამედოვმა დღეს, 3 ივნისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

სავარაუდოდ, პარასკევის საღამოდან ორშაბათის დილამდე მოქალაქეთა გადაადგილება საერთოდ აიკრძალება. აკრძალვა ეხება კერძო სატრანსპორტო საშუალებებსაც. გაჩერდება ყველა საწარმო, სახელმწიფო დაწესებულება, საგანგებო სამსახურების გარდა. დაიკეტება მაღაზიები და საზკვების ობიექტები. შესაძლოა, აფთიაქებიც კი დაიხუროს.

აზერბაიჯანში დღეს, 3 ივნისს, ეპიდვითარების მხრივ ახალი ანტირეკორდი დამყარდა: 325 ინფიცირებული და 5 გარდაცვლილი დღე–ღამის განმავლობაში.

საქართველო-ბულგარეთი

საქართველოს მოქალაქეები ბულგარეთში გამგზ...

„ბულგარეთის ჯანდაცვის მინისტრის ბრძანების თანახმად, 26 ივლისიდან საქართველოს მოქალაქეები ვერ შეძლებენ ბულგარეთის ტერიტორიაზე შესვლას“, - ამის შესახებ ბულგარეთის საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი.

თავისუფალი სტილით მოცურავეს მარიამ იმნაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა, რის გამოც ის ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ვეღარ გაემგზავრება.

1627153309

„ლეიბორისტული პარტია“, როგორც ერთადერთი დაუმორჩილებელი, პრინციპული, უღალატო პარტია, დამოუკიდებლად მიიღებს ამ არჩევნებში მონაწილეობას“, - ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ წევრმა გიორგი გუგავამ განაცხადა.

1627150752

„მილანმა“ ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტი შეათანხმა - აღნიშნულ ინფორმაციას რუსული გამოცემა Metaratings-ი ავრცელებს. როგორც აღნიშნული ვებგვერდი წერს, მხარეები კონტრაქტზე შეთანხმდნენ და ხვიჩა „რუბინს“ დატოვებს.

1627149094

თბილისის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ გამოავლინა პირები, ვინც დედაქალაქის სხვადასხვა უბანში საპროტესტო პლაკატები გააკრეს. ამის შესახებ მერიის განცხადებაშია ნათქვამი.

1627146200
როკურატურამ ტელეკომპანია
„ტვ პირველის“ ოპერატორის
მიმართ ჟურნალისტური
საქმიანობის გამო
განხორციელებული დევნის
და ძალადობის ფაქტზე ვ.ბ.-ს,
ხოლო მოქალაქის მიმართ
ძალადობის ფაქტზე დ.ქ.-ს
ბრალდება წარუდგინა

ზუგდიდში მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის ფაქტზ...

საქართველოს პროკურატურამ ზუგდიდში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, დამამძიმებელ გარემოებებში ორი ადამიანის განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების მუხლებით ზ.კ-ს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატში კო...

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატში, საბჭოსთან არსებული ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტების შემუშავების მაკოორდინირებელი მუდმივმოქმედი უწყებათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ეკვადორის ციხეებში დაღუპულთა რაოდენობა 2...

ეკვადორის ორ ციხეში მომხდარი არეულობის შედეგად 27 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ Aljazeera იუწყება.

იქნება თუ არა გახარია თბილისის მერობის კ...

„მოდით ასე შევთანხმდეთ. მე მესმის რომ ეს სენსაციები ჟურნალისტებს გიყვართ ძალიან, მაგრამ არანაირ სახელს და გვარს მე არ დავასახელებ“, - ასე უპასუხა პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტების კითხვას თბილისის მერად მისი კანდიდატურის დასახელების შესახებ.