მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ეპიდვითარება საქართველოს მეზობელ ქვეყნებში

კორონაკრიზისი
1593938647
COVID-19

მსოფლიოში კორონავირუსის 11 388 673 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელდა 6 445 654 პაციენტი, 533 639 კი, გარდაიცვალა.

რაც შეეხება საქართველოს მეზობელ ქვეყნებს, ყველაზე მეტი კოვიდინფიცირებული რუსეთშია, ის მსოფლიოში დადასტურებული შემთხვევათა რაოდენობით მესამე ადგილს იკავებს. რუსეთში კორონავირუსის 674 515 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის 446 879 გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 10 027 პაციენტი.

თურქეთში კორონავირუსის 204 610 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 179 492 გამოჯანმრთელებულია, 5 206 გარდაცვლილი.

სომხეთში ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის 706 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ჯამში 28 606 შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან 484 გარდაცვლილია. დღეს კორონავირუსით გარდაცვალების 7 შემთხვევა დადასტურდა.

აზერბაიჯანში კორონავირუსის 19 801 დადასტურებული შემთხვევაა,მათ შორის 11 291 გამოჯანმრთელდა, 241 კი, გარდაიცვალა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 951 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 828 გამოჯანმრთელებულია, 15 გარდაცვლილი.