მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ერთის ნაცვლად ორი პირბადე“ - მსოფლიო COVID-19-თან ბრძოლას აორმაგებს

ენტონი ფაუჩი
1612722933
COVID-19

„ერთის ნაცვლად ორი პირბადე“, მსოფლიო კორონავირუსთან ბრძოლას აორმაგებს. მოწოდება შეერთებული შტატების მთავარ ეპიდემიოლოგს ეკუთვნის.

ენტონი ფაუჩის განცხადებით, ცხოვრების ჩვეულ რიტმს წესების მკაცრი დაცვა და ვაქცინაცია დააბრუნებს. იქამდე კი, ვიდრე ეს მოხდება, მსოფლიო ყოველდღიურად ასი ათასობით ინფიცირებულს და ათი ათასობით გარდაცვლილს ითვლის.

მსოფლიოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ უკვე 106 მილიონს გადააჭარბა.

ამერიკის მთავარი ეპიდემიოლოგი ვარაუდობს, რომ თუ მოსახლეობის 70-დან 85 პროცენტამდე ადამიანი აიცრება აშშ ცხოვრების ნორმალურ რიტმს მალე დაუბრუნდება.

თუმცა სანამ ეს მოხდება ენტონი ფაუჩის თქმით, უმჯობესი იქნება თუ ხალხი ერთდროულად ერთის ნაცვლად, ორ პირბადეს გაიკეთებს.

„ვფიქრობ, მომავალში გაცილებით მეტი ყურადღება დაეთმობა ჯანდაცვის ზომებს. ჩემი აზრით, პოპულაციური იმუნიტეტის გამომუშავებისთვის საჭირო რაოდენობას თუ მივაღწიეთ, ანუ მოსახლეობის 70-85 პროცენტის ვაქცინაციას, მაშინ მნიშვნელოვნად მივუახლოვდებით ნორმალურ ცხოვრებას, ანუ იმას, რასაც შეიძლება ნორმალური დავუძახოთ. ალბათ 100 პროცენტით არა, მაგრამ ისეთი მკაცრი შეზღუდვები არ გვექნება, როგორიც ახლაა“- განაცხადა ამერიკის წამყვანმა ინფექციონისტმა.

იხილეთ აგრეთვე:

✔️შვეიცარიამ Oxford/AstraZeneca-ს ვაქცინის ავტორიზაციაზე უარი განაცხადა

✔️ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, ვაქცინის ხელმისაწვდომობის აუცილებლობაზე ისაუბრა

✔️„COVID პასპორტი“ ვაქცინირებულთათვის - შვედეთი მოგზაურთათვის ახალ დოკუმენტს ამატებს