მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ერთკვირიანი ავადობის მაჩვენებლით ევროპაში მესამე ადგილზე ვართ“ - პაატა იმნაძე

პაატა იმნაძე stopcov
1625299465
COVID-19

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე აცხადებს, რომ ერთკვირიანი ავადობის მაჩვენებლით 100 000 მოსახლეზე საქართველო ევროპაში მესამე ადგილზეა.

პაატა იმნაძე ამბობს, რომ ქვეყანაში 15-20% ე.წ. ინდური შტამი ცირკულირებს.

„დაახლოებით შემიძლია ვთქვა, რომ 15-20% საქართველოში უკვე ინდური შტამი ცირკულირებს. სხვათა შორის, დღეს ევროპაში, სამწუხაროდ, მესამე ადგილზე ვართ 100 000 მოსახლეზე ერთკვირიანი ავადობის მაჩვენებლით, პირველ ადგილზე ევროპაში ბრიტანეთია, მერე მოდის კვიპროსი და მესამეზე ვართ, სამწუხაროდ ჩვენ.

ჩვენ სამწუხაროდ ვხედავთ, როგორ მოიკლო პირბადის ტარების მაჩვენებელმა, რადგან სავალდებულო აღარ არის და ჩამოიკლო“, - აღნიშნა იმნაძემ „რუსთავი 2“ -ის ეთერში.

ამავე თემაზე:

✔️ „შესაძლოა აგვისტოდან სრულად ჩაანაცვლოს ინდურმა შტამმა ვუჰანური და ბრიტანული შტამები“ - პაატა იმნაძე

✔️ დღეს „სინოფარმზე“ რეგისტრაცია იწყება

✔️ 168 მლნ გამოჯანმრთელებული - პანდემიის უახლესი გლობალური სტატისტიკა