მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ერთმანეთთან ქიშპობაში ქვეყანა უფსკრულისკენ წავა - რატიანი ხელისუფლებას და ოპოზიციას გაერთიანებისკენ მოუწოდებს  

საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ჟურნალისტებთან
1606154193
COVID-19

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების მხრივ რთული ვითარებაა. 

მისი თქმით, ადამიანები ერთმანეთს უნდა გაუფრთხილდნენ, რადგან პანდემიის პირობებში გადარჩნენ.

„თუ ერთმანეთს გავუფრთხილდებით და ერთმანეთის მოვლა-ზრუნვას დავიწყებთ, რაც ამ ეტაპზე შესუსტებულია, კიდევ გვაქვს რესურსი და აუცილებლად გადავრჩებით.

ჩემი ცხოვრების დევიზი იყო, რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის გამეწია დახმარება. სამწუხაროდ, ბოლო რამდენიმე დღეა ძალიან დავითრგუნე, რადგან როცა პაციენტი და მისი ახლობელი გირეკავს და გთხოვს, რომ მიიღო პაციენტი, მას ვერ ეხმარები.

როდესაც მარტში გავრცელდა კორონავირუსი, მე ვთქვი, სამწუხაროდ ამ ვირუსის გავრცელებას სამყაროში ისეთი სუნი ასდის, რომ დადგება მომენტი, როდესაც ექიმობა ჰუმანიზმს დაკარგავს. ამასთან დაკავშირებით ბევრმა გამაკრიტიკა. სამწუხაროდ ეს ახდა.

ძალიან ძნელია პირადად ჩემთვის და დარწმუნებული ვარ, ყველა ექიმისთვის, როცა პაციენტი შველას სთხოვს და ვერ ეხმარება. იმედია გავერთიანდებით და გვექნება ლოზუნგი, რომ ყველა უნდა გადავრჩეთ“,- აღნიშნა ლევან რატიანმა.

მან ხელისუფლების წარმომადგენლებს და ოპოზიციას მოუწოდა გაერთიანდნენ, რადგან ქვეყანა გადარჩეს.

„ერთმანეთის მოვლა და მზრუნველობა უნდა ვისწავლოთ. გამოსავალი ყოველთვის მოიძებნება. ხვალიდან მთავრობა იქნება, პოზიცია, ოპოზიცია, ერთად უნდა დასხდნენ და გადაწყვიტონ, რა გააკეთოს ქვეყანამ, რომ რაც შეიძლება ნაკლები მსხვერპლი ჰქონდეს. ერთმანეთთან ქიშპობაში ქვეყანა უფსკრულისკენ წავა. თუ გავერთიანდებით, მერწმუნეთ ქვეყანა გადარჩება“,- განაცხადა ლევან რატიანმა „ფორმულას“ ეთერში.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

🛑 სამუშაო საათების შემცირება, ტრანსპორტის შეჩერება - ქვეყანაში შეზღუდვები გაფართოვდება

🛑 საქართველო კორონავირუსის გავრცელების კუთხით მსოფლიოში ლიდერია

🛑 ბოჭორიშვილის კლინიკის დირექტორი: ხალხმრავალი თავყრილობების შეზღუდვა გააადვილებს ვირუსის დაძლევას