მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ეს არის გამოძახილი იმ პიკისა რაც იყო მაისის დასაწყისში“ - ჩხაიძე გაზრდილ ლეტალობაზე

„სამხრეთ აფრიკულ შტამზე ვაქცინები მოქმედებენ, მაგრამ ნაკლებად“
1622636865
COVID-19

უფრო მეტი ვაქცინაცია, უფრო მეტი მოსახლეობის ჩართვა ვაქცინაციის პროცესში, იქნება ერთადერთი გამოსავალი წინააღმდეგ შემთხვევაში ლეტალობის მაჩვენებელს ვერ შევამცირებთ - ამის შესახებ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

„პირველ დღეებთან შედარებით აცრების რაოდენობა გაზრდილია. პირველი კვირების განმავლობაში 500-700 ადამიანი იცრებოდა ყოველდღიურად, ახლა ეს მაჩვენებელი 5000-ია, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსახლეობაში ნდობა ვაქცინების მიმართ უფრო მეტად იზრდება. ბევრმა ადამიანმა დაინახა, რომ სხვა ალტერნატივა არ არსებობს, ჩვენ კორონავირუსის საწინააღმდეგო ეფექტური მედიკამენტი არ გვაქვს, ის ჯერ კიდევ გამოუცნობი დაავადებაა. ერთადერთი შესაძლებლობა დავამარცხოთ პანდემია, ქვეყანაში გამოვასწოროთ მდგომარეობა, როგორც ეკონომიკური ისე დემოგრაფიული თვალსაზრისით არის ვაქცინაცია“ - აცხადებს ივანე ჩხაიძე.

მისი თქმით, სახელმწიფომ უნდა მოახერხოს ვაქცინების დიდი რაოდენობით უზრუნველყოფა.

„აუცილებელია ვაქცინის ტემპის გაზრდა. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ფაიზერის 1 მილიონი დოზის ვაქცინის შემოტანა ქვეყანაში, რადგან ამ ვაქცინას მოსახლეობის დიდი ნდობა აქვს. ვფიქრობ თუ ქვეყანაში შემოვიდა მესამე კვარტალში ფაიზერის ვაქცინა და თუ იქნება მზაობა მოსახლეობის, ჩართული იქნება ადგილობრივი ხელისუფლება ადგილობრივი ჯანდაცვა , მასმედია ყველა უნდა ჩაერთოს ამ ბრძოლაში და თუ ორივე მხარე იქნება სინქრონში, ჩვენ გვექნება ვაქცინების რაოდენობა და მოსახლეობის რწმენა, სრული თავდაჯერება იმაში, რომ სხვა გამოსავალი არ გვაქვს გარდა ვაქცინაციისა მაშინ მიზანი წლის ბოლოს მიღწევადია“ - განაცხადა ჩხაიძემ.

მან ასევე ბოლო დღეებში გაზრდილ ლეტალურ შემთხვევებზეც ისაუბრა.

„როდესაც ინფიცირებულთა პიკია ამის შემდეგ 3-4 კვირის განმავლობაში ველოდებით გარდაცვალების შემთხვევის მატებასაც, ვინაიდან კორონავირუსის მიმდინარეობა ხანგრძლივ პერიოდს გულისხმობს. სავარაუდოდ ეს არის გამოძახილი იმ პიკისა რაც იყო მაისის დასაწყისში, ასევე უნდა გავითვალისწინოთ შტამი.

მიუხედავად ბოლო 2 დღის მაჩვენებლისა ჯამური მაჩვენებელი ლეტალობის არის საქართველოში მართლაც გამორჩეული ერთ-ერთი ყველაზე დაბალი 1,37 %“, - აღნიშნავს ივანე ჩხაიძე.

ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში, უხანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა.

კორონავირუსი საქართველოში პირველად 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კი კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 საქართველოში კორონავირუსით კიდევ 30 ადამიანი გარდაიცვალა

👉 2022 წლისათვის შესაძლებელია უკვე ვიფიქროთ ბავშვებში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარებაზე

👉 რამდენად საშიშია კორონავირუსის სამხრეთ აფრიკული შტამი?

👉 გამოიწვევს თუ არა საზღვრების გახსნა და ტურისტული სეზონის დაწყება შემთხვევების მატებას?