მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ესპანეთის მთავრობა ღამის კლუბებს ხურავს და რესტორნებს შეზღუდვას უწესებს

მოწევა, კლუბები, რესტორნები
1597411405
COVID-19

ესპანეთის მთავრობა ღამის კლუბებს ხურავს და რესტორნებს შეზღუდვას უწესებს.

BBC -ის ინფორმაციით, აღნიშნულის მიზეზი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა მატება გახდა.

როგორც ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა, სალვადორ ილიამ განაცხადა, რესტორნებს შუაღამისას სტუმრების მიღება აეკრძალებათ, ისინი კი ვინც ქუჩაში დალევენ, დაჯარიმდებიან.

„ბოლო კვირების განმავლობაში, covid-19 -ით ინფიცირების რიცხვმა იმატა. ამიტომაც, საზოგადოების კეთილდღეობისთვის, ეს შეზღუდვები მივიღეთ ერთხმად,“ - განაცხადა მინისტრმა.

აღსანიშნავია, რომ 13 აგვისტოს, ესპანეთის ერთ-ერთ რეგიონში, გალისიაში კორონავირუსის გადაცემის საფრთხის გამო სიგარეტის მოწევაც აიკრძალა.

მოწევაზე აკრძალვის ბრძანება მას შემდეგ გაიცა, რაც რეგიონის მთვრობას ექსპერტებმა რეკომენდაცია მისცეს. ამ გადაწყვეტილებას მხარს უჭერს ჯანდაცვის მინისტრის მიერ ჩატარებული კვლევა, რომელიც გასულ თვეში გამოქვეყნდა.

კვლევაში ნათქვამია, რომ მოწევა ვირუსის გავრცელების საფრთხეს ზრდის, რადგან მოწევის დროს ადამიანი არ იყენებს პირბადეს, რასაც მოჰყვება შესაბამისი შედეგები.

ცნობისთვის, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ მსოფლიოში 21 მილიონს გადააჭარბა.