მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ესპანეთმა კორონავირუსით ინფიცირებულების რაოდენობით იტალიას გაასწრო

ესპანეთი კორონა
1585995700
COVID-19

ესპანეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ისევ სწრაფდ იზრდება. მან უკვე იტალიასაც გაასწრო და აშშ-ის შემდეგ მეორე ადგილი დაიკავა.

ბოლო 24 საათში ესპანეთში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 5537-ით 124 736-მდე გაიზარდა, 546-ით 11 744-მდე გაიზარდა მსხვერპლის რიცხვიც.

ამ მომენტში იტალიაში ინფიცირებულთა რაოდენობა 119 827-ს შეადგენს, მართალია მას მონაცემები ჯერ არ განუახლებია, მაგრამ ბოლო რამდენიმე დღის სტატისტიკის ანალიზის თანახმად ის ესპანეთს მაინც ვეღარ დაეწევა. ბოლო 5 დღის განმავლობაში იტალიაში ინფიცირების 4000-4800 შემთხვევა ფიქსირდება, ესპანეთში, რომელიც დღის განმავლობაში სტატისტიკას რამდენჯერმე აახლებს 7100-8200.

გარდა ამისა თუ იტალიაში ყოველი 1 მლნ ადამიანიდან კორონავირუსით 1982 დაავადდა, ესპანეთში ეს მაჩვენებელი 2668-ს აღწევს. თუმცა გარდაცვლილთა აბსოლუტურ მაჩვენებელში - 14 681 დაღუპული, პირველ ადგილზე ისევ იტალიაა.