მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ესპანეთში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსს 446 ადამიანი ემსხვერპლა

კორონავირუსი,2020
1586443266
COVID-19

9 აპრილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში ესპანეთში კოვიდინფექციას 446 ადამიანი ემსხვერპლა.

ქვეყანაში კორონავირუსის 4226 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. რაც შეეხება ვირუსისგან გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 52 165-ს შეადგენს. საერთო ჯამში კი ესპანეთში კოვიდ-19-ის 152 ათასი შემთხვევა ფიქსირდება.

ცნობისთვის, 11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა. ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა ქვეყნებს მიმართა და მოუწოდა, რომ არ მოდუნდნენ. კორონავირუსი პირველად ჩინეთში, კერძოდ კი უხანის პროვინციაში გასული წლის დეკემბერში დაფიქსირდა.