მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 10 000-ს გადააჭარბა

კორონავირუსი ესპანეთი
1585824476
COVID-19

ესპანეთი იტალიის შემდეგ მეორე ქვეყანა გახდა, სადაც კორონავირუსით გარდაცვალებულთა რაოდენობამ 10 000-ს გადააჭარბა. ვოლო 24 საათში მსხვერპლი 616-ით გაიზარდა.

2 აპრილის შუადღის მდგომარეობით, ინფიცირებულთა რაოდენობა ესპანეთში 110 238-ს აღწევს, ხოლო მსხვერპლის რიცხვი 10 003-ს. 9%-ს გადააჭარბა სიკვდილიანობის კოეფიციენტმაც, რაც იტალიის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ზუსტად 1 თვის წინ, 2 მარტს ესპანეთში COVID 19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 120-ს შეადგენდა და გარდაცვალების შემთხვევა არ ფიქსირდებოდა. შემთხვევათა გეომეტრიული პროგრესიით ზრდა მარტის მეორე ნახევრიდან დაიწყო. ბოლო 10 დღეა ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა 6000-8000 ადამიანით, გარდაცვალებულთა რიცხვი კი 500-900 პაციენტით იზრდება.