მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ესპანეთში კორონავირუსით საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გარდაიცვალა

სომხეთში დაავდებულთა რიცხვი
1584802996
COVID-19

ესპანეთში კორონავირუსით საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე ახალგაზრდა ქალბატონი გარდაიცვალა - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია, საგარეო საქმეთა სამინისტროსგან მიიღო.

"არის ერთი ძალიან სამწუხარო ფაქტი ესპანეთში. საგარეო საქმეთა სამინისტროსგან მივიღეთ შეტყობინება, რომ ესპანეთში გარდაიცვალა ჩვენი თანამემამულე, ახალგაზრდა ქალბატონი. ონკოლოგიური დაავადება და ამავდროულად კორონავირუსი. საგარეო საქმეთა სამინისტრო ამჟამად კავშირშია როგორც შესაბამის უწყებებთან ესპანეთში, ასევე ოჯახთან, რათა მაქსიმალურად მოხდეს ამ ოჯახის ყოველმხრივ დახმარება“, – აღნიშნა იმნაძემ.

დადასტურებულად ამ ქალბატონის სიკვდილის მიზეზი კორონავირუსი გახდა. ის 5 შვილის დედა იყო და ევროპაში ონკოლოგიური დაავადების სამკურნალოდ იყო წასული.