მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ევექსი ჰოსპიტლებმა ინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ აჭარისა და სამეგრელოს რეგიონში დამატებით საწოლები გამოყო

ევექსის განცხადება კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტზე
1600682457
COVID-19

ევექსი ჰოსპიტლებმა ქობულეთსა და ფოთში კორონავირუსით დაინფიცირებული პირების სამკურნალოდ დამატებით ორ ჰოსპიტალში 110 საწოლი გამოყო. ინფორმაციას ევექსის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.

„19 სექტემბრიდან ქობულეთის ჰოსპიტალმა კოვიდ-ინფიცირებული პაციენტების მიღება უკვე დაიწყო. მისი შესაძლებლობებიდან გამომდინარე 53 მედპერსონალი ერთდროულად 70 დაინფიცირებული პაციენტის მართვას უზრუნველყოფს“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფრომაციაში.

არსებული ინფორმაციის თანახმად, 21 სექტემბრიდან კოვიდ-ინფექციის მართვაში 40-მდე მედპერსონალით დაკომპლექტებული და 40 საწოლზე გაშლილი ფოთის ჰოსპიტალი ჩაერთო. კოვიდ-ცენტრებად გადაკეთებული ორივე ჰოსპიტალი ინფექციური პროფილით საჭირო, გამართულ ინფრასტრუქტურას უზრუნველყოფს, სადაც საჭიროების შემთხვევაში, მხოლოდ დაინფიცირებული პაციენტებისთვის იქნება შესაძლებელი გადაუდებელი და გეგმიური სამედიცინო მომსახურებების გაწევა. ჰოსპიტლების სამედიცინო პერსონალი სარეზერვო გუნდებად დაკომპლექტდა და სამკურნალო პროცესში ისინი მონაცვლეობით ჩაერთვებიან.

დღეის მდგომარეობით, ევექსი ჰოსპიტლების მიერ კოვიდ-პაციენტების სამართავად თბილისში, ქუთაისში, ფოთსა და ქობულეთში ჯამში 250 საწოლი გამოიყო.

ეს არის ევექსი ჰოსპიტლების მიერ სახელმწიფოს მხარდაჭერის ფარგლებში საწოლფონდის გამოყოფის რიგით მეორე ეტაპი. შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში მომატებული Covid 19-ის შემთხვევებთან დაკავშირებით კორპორაციამ საქართველოს მასშტაბით 700-მდე საწოლის გამოყოფის მზაობა გამოთქვა.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა მიმდინარე წლის 26 თებერვალს დადასტურდა.