მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ევროკომისიამ კორონავირუსის ვაქცინის 300 მლნ დოზა შეუკვეთა

კორონავირუსის ვაქცინა
1596264069
COVID-19

ევროკომისიამ ფარმაცევტულ კომპანია Sanofi- სთან ევროკავშირის ქვეყნებისთვის კორონავირუსის ვაქცინის 300 მლნ დოზის შესაძენად მოლაპარაკებები დაასრულა. ამის შესახებ ევროკომისიის პრესსამსახურმა განაცხადა.

„ევროკომისიამ დაასრულა მოლაპარაკებები COVID-19-ის საწინააღმდეგო პოტენციური ვაქცინის შესაძენად. „სანოფითან“ კონტრაქტი ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყნის მიერ ვაქცინის შეძენას ითვალისწინებს. მას შემდეგ, რაც დამტკიცდება, რომ ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტურია კორონავირუსის წინააღმდეგ, ევროკომისიას ექნება სახელშეკრულებო ჩარჩო ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყნისთვის 300 მლნ დოზის შესაძენად“,- აღნიშნულია ევროკომისიის განცხადებაში.

ამავე დროს, ევროკომისიამ ხაზგასმით განაცხადა, რომ იგი აგრძელებს ინტენსიურ მოლაპარაკებებს ვაქცინის სხვა მწარმოებლებთან.

„ევროკომისია ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ევროპელებს სწრაფი წვდომა ჰქონდეს იმ ვაქცინზე, რომელიც უსაფრთხო იქნება და დაიცავს მათ კორონავირუსისგან”,- ნათქვამია განცხადების ტექსტში.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსის 133 პოტენციური ვაქცინა მზადდება. მათგან 20 უკვე კლინიკური კვლევების ფაზაშია.

ახალი კორონავირუსის გავრცელების შესახებ ჩინეთმა ოფიციალურად 2019 წლის 31 დეკემბერს განაცხადა. 2020 წლის 11 მარტს ჯანმო-მ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა.