მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ევროპის მედიკამენტების სააგენტო COVID-19-ის ვაქცინაზე განცხადებას ავრცელებს

სააგენტოს შენობა
1589453803
COVID-19

ევროპის მედიკამენტების სააგენტოს განცხადებთ, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა ერთ წელიწადზე ადრე არ იქნება ხელმისაწვდომი.

"ვაქცინის დამკიცების ვადის დადგენა რთულია. გამოცდილების საფუძველზე, ევროპული მედიკამენტების სააგენტო მიიჩნევს, რომ მინიმუმ ერთი წელი გავა, სანამ COVID-19 ვაქცინა მზად იქნება დასამტკიცებლად და მისი საკმარისი რაოდენობა ფართო გამოყენებისთვის იქნება გათვალისწინებული", - ნათქვამია სააგენტოს ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

14 მაისის მდგომარეობით, ევროპული სააგენტო მოლაპარაკებებს კორონავირუსის ვაქცინაზე მომუშავე 33 ჯგუფთან აწარმოებს.

კორონავირუსი მსოფლიოს 213 ქვეყანაშია გავრცელებული. დადასტურებულია ინფიცირების 4 447 000-მდე შემთხვევა და გარდაცვლილია 298 000-ზე მეტი ადამიანი.