მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ეზუგბაია: 1 ახალი დადასტურებული შემთხვევა საკარანტინო ზონიდან არის

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ჟურნალისტებთან 2020
1590389240
COVID-19

კოვიდინფიცირების 1 ახალი შემთხვევა საკარანტინო ზონიდან არის. აღნიშნულის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

"დღეს მხოლოდ 1 ახალი დადასტურებული შემთხვევა დაგვემატა და გახდა 731. გამოჯანმრთელებული 4 დაგვემატა და არის 526. გამოჯანმრთელებულების რაოდენობა პროცენტულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ არის 72%. 1 ახალი დადასტურებული შემთხვევა საკარანტინო ზონიდან არის", - განაცხადა ეზუგბაიამ.

რაც შეეხება ინფექციური საავადმყოფოს მონაცემებს, ექიმი ამბობს, რომ ამ დრომდე კვლავ მძმედ რჩება სამი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, თუმცა პროგრესირება არ შეიმჩნევა.

"გვყავდა 35 კოვიდინფიცირებული, 1 გამოჯანმრთელდა. ამ ეტაპზე გვრჩება 34 დადასტურებული პაციენტი. ახალი შემთხვევა არ დაგვმატებია. არსებული სპქეტრის სიმძიმის მიხედვით კვლავ 3 მძიმე პაციენტი გვყავს, რომელთა მდგომარეობა დინამიკაში უმჯობესდება. დღესაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ სიტუაცია დასტაბილურებულია პროგრესირება არ შეიმჩნევა, პირიქით. მომავალში პრონოზი სამივე პაციენტთან კეთილსაიმედო უნდა იყოს", - აღნიშნა ეზუგბაიამ.