მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ეზუგბაია: 2 ახალი შემთხვევიდან ერთი იმპორტირებულია, მეორე კი დადასტურებულ პირთან კონტაქტია

მარინა ეზუგბაია კორონავირუსთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს, 16 ივნისი 2020 წ.
1593501273
COVID-19

„2 ახალი შემთხვევიდან ერთი იმპორტირებულია, მეორე კი დადასტურებულ პირთან კონტაქტია“, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიან ჟურნალისტებს განუცხადა.

ექიმის თქმით, გამოჯანმრთელებულია 85%-ზე მეტი.

„ქვეყანაში სტაბილური სიტუაციაა. დაახლოებით 2 კვირაა ზომიერი სტაბილიზაცია გვაქვს, დღეში ორ-სამზე მეტი ახალი შემთხვევა არ არის და გუშინაც მხოლოდ 2 ახალი შემთხვევა გვქონდა. ამ დროისთვის 928 კოვიდდადასტურებული პაციენტი გვყავს. გამოჯანმრთელებულების რიცხვი 3-ით გაიზარდა. გამოჯანმრთელებულების 85%-ზე მეტია. ამ ეტაპზე ამ მონაცემებით კოვიდცენტრებში მკურნალობს 119 პაციენტი. ამ 2 ახალი შემთხვევიდან 1 არის კონტაქტი დადასტურებულ შემთხვევასთან, ხოლო მეორე ისევ სატვირთო მანქანის მძღოლი. რაც შეეხება ინფექციურ საავადმყოფოში მყოფ პაციენტებს, მარინა ეზუგბაია ამბობს, რომ ცენტრში 24 კოვიდდადასტურებული პაციენტი მკურნალობს.

„მოთავსდა 1 დადასტურებული პაციენტი, ის 1, რომელსაც კონტაქტი ჰქონდა დადასტურებულ პაციენტთან. გამოჯანმრთელდა 1, კვლავ გვრჩება 24 დადასტურებული კოვიდპაციენტი“, - აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა  26 თებერვალს დადასტურდა. COVID-19-ით პირველი პაციენტი 4 აპრილს გარდაიცვალა. ვირუსის შედეგად ქვეყანაში სულ გარდაცვლილია 15 ადამიანი. ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევატა რაოდენობა 928-მდე გაიზარდა, მათგან გამოჯანმრთელდა 794. კორონავირუსი პირველად ჩინეთში, უჰანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა. 21 იანვარს ჩინეთის ხელისუფლებამ დაადასტურა ინფორმაცია, რომ ვირუსი გადამდებია. კოვიდ-19-მა მოიცვა 210 ქვეყანა. ინფიცირებულია 10 მილიონზე მეტი ადამიანი. 11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა.