მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ეზუგბაია: 4 ახალი შემთხვევიდან 1 "საბურთალოს კლასტერიდან" არის, დანარჩენი 3 მძღოლია

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ჟურნალისტებთან 2020
1591166887
COVID-19

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას თქმით, კოვიდინფიცირების 4 ახალი შემთხვევიდან 1 "საბურთალოს კლასტერიდან" არის, ხოლო დანარჩენი 3 სატვირთო მანქანის მძღოლია.

მისივე ინფორმაციით, კოვიდინფექციის 3 შემთხვევა იმპორტირებულია.

"დღევანდელი მონაცემებით მხოლოდ 4 ახალი დადასტურებული შემთხვევა შემოგვემატა ანუ ახლა გვყავს 800 დადასტურებული შემთხვევა. გამოჯანმრთელებულების გაიზარდა 6-ით, ახლა გვყავს 640 განკურნებული. ამ ეტაპზე კოვიდცენტრებში მკურნალობს 147 კოვიდდადასტურებული პაციენტი. 4 ახალი შემთხვევიდან 1 არის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი. საბურთალოს კლასტერიდან, დანარჩენი 3 სატვირთო ავტომობილების მძღოლები არიან. ეს არის იმპორტირებული შემთხვევა. არასაქართველოს მოქალაქეები", - აღნიშნა ეზუგბაიამ.

ექიმმა ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ კოვიდინფიცირებულ პაციენტებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე ცენტრში მძიმე მდგომარეობაში მყოფი არცერთი პაციენტი არ ჰყავთ.

"ამ ეტაპზე გვყავს 57 დადასტურებული შემთხვევა. გუშინ 2 დადასტურებული შემთხვევა შემოგვემატა. ესენი არიან ჩვენთან მკურნალობაზე მყოფი ორი ოჯახის წევრი. ესეც "საბურთალოს კლასტერია". ორიც გამოჯანმრთლდა. მძიმე პაციენტები პრობლემური, პნევმონიით ამ ეტაპზე არ გვყავს. ძირითადად უკვე საშუალო სიმძიმის პაციენტები ჭარბობს", - განაცხადა ეზუგბაიამ.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს გამოვლინდა. დღემდე ინფიცირების 800 შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან გარდაცვლილია 13 ადამინი ხოლო გამოჯანმრთელდა 640 მოქალაქე.