მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ეზუგბაია: 9 ახალი შემთხვევიდან ყველა იმპორტირებულია

მარინა ეზუგბაია კორონავირუსთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს, 16 ივნისი 2020 წ.
1594624204
COVID-19

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებთ, დღეს დადასტურებული კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევიდან ყველა იმპორტირებულია. 9-დან 5 სატვირთო ავტომობილის მძღოლია.

მარინა ეზუგბაიას თქმით, ცხრავე კარანტინიდან კოვიდცენტრებში გადაიყვანეს.

დღეს კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი არ გაზრდილა.

ამ დროისთვის, კარანტინის რეჟიმში 5001 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი, 219 პაციენტი.