მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ეზუგბაია: ახალი შემთხვევებიდან 3 იმპორტირებულია

მარინა ეზუგბაია კორონავირუსთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს, 9 ივლისი 2020 წ.
1594451827
COVID-19

დღეს საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა დადასტურდა. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ახალი შემთხვევებიდან 3 იმპორტირებულია, რომლებსაც ვირუსი საკარანტინო სივრცეში დაუდასტურდათ, დანარჩენი 5 კი, დადასტურებულ პაციენტებთან კონტაქტია.

დღევანდელი სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 5-მა პაციენტმა დაამარცხა.

ამ ეტაპზე, კოვიდცენტრებში 115 კოვიდინფიცირებული მკურნალობს.

კარანტინის რეჟიმში 4851 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი, 231 პაციენტი.