მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ეზუგბაია: Covid-19-ის 4 ახალი შემთხვევის წყარო ცნობილია

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ჟურნალისტებთან 2020
1586447424
COVID-19

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ექიმ მარიან ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებული 4 ახალი შემთხვევის წყარო ცნობილია.

ექიმი ამბობს, რომ ოთხივე იმპორტირებულ შემთხვევას მიეკუთვნება.

"დღეს დილის შემდეგ 4 დადასტურებული შემთხვევა დაემატა. 4 ახალი შემთხვევის წყრაო ცნობილია. ეს არის შემოტანილი შემთხვევა, აქედან 2 პაციენტი ბათუმშია, დანარჩენი 2 კი ჩვენთან", - განაცხადა მარინა ეზუგბაიან.

ცნობისთვის, ამ ეტაპზე საქართველოში კორონავირუსის 218 შემთხვევაა გამოვლენილი.