მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ეზუგბაია: ერთი ახალი ინფიცირებულის ყველა კონტაქტი მოძიებულია

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ჟურნალისტებთან 2020
1589266264
COVID-19

დღეს გამოვლენილი კოვიდინფიცირებული პირის ყველა კონტაქტი მოძიებულია, თუმცა წყარო უცნობია. აღნიშნულის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

როგორც ეზუგბაიამ აღნიშნა, მოძიებული კონტაქტების რაოდენობა 4-ს შეადგენს და მათია "პისიარ" დიაგნოსტიკა დღეს განმეორედბით ჩატარდება.

"მხოლოდ და მხოლოდ ერთი ახალი დადასტურებული შემთხვევა შემოგვემატა და სულ არის 639. გამოჯანრთლებული 32 ადამიანი დაგვემატა და 349 გახდა. პირველად დღეს შეგვიძლია უკვე ვთქვათ, რომ გამოჯანმრთელებულებმა გადააჭარბეს დადასტურებულ შემთხვევებს. ახალი შემთხვევის კონტაქტები მოძიებულია. 4 კონტაქტია, რომელთა "პისიარ" დიაგნოსტიკა განმეორებას საჭიროებს და დღეს დადასტურდება რამდენად იქნებიან ეს პირები ინფიცირებულები. უმეტეს შემთხვევაში, როცა ტესტი განმეორებას ითხოვს მაინც უფრო უარყოფითი პასუხი მოდის. კლასტერი არ არის ცნობილი. წყაროს ვერ დაგიდასტურებთ", - განაცხადა ეზუგბაიამ.

რაც შეეხება ინფექციურ საავადმყოფოში მყოფ ერთ კრიტიკულ პაციენტს, ექიმი ამბობს, რომ მასთან მდგომარეობის სტაბილიზირება მიღებულია.

"ჩვენთან ამ ეტაპზე 37 დადასტურებული შემთხვევაა. სამი გამოჯანმრთელებული გაეწერა. ჩვენს ცენტრს სულ 90 გამოჯანმრთელებული პაციენტი ჰყავს. რაც შეეხება კრიტიკულ პაციენტს, სტაბილიზირება მიღებულია, თუმცა ამ ეტაპზე პროგნოზირება ძალიან რთულია, ჯერ შეუძლებელია", - აღნიშნა ეზუგბაიამ.