მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ეზუგბაია: გამოჯანმრთელებულების რიცხვი 85%-ზე მეტია

მარინა ეზუგბაია ჟურნალისტებთან, 16 ივნისი 2020 წ.
1593587751
COVID-19

„კოვიდინფიცირების 3 ახალი შემთხვევიდან, 2 სატვირთო ავტომანქანის მძღოლია, ერთი კი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი“, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ექიმმა აღნიშნა, ამ ეტაპზე კოვიდცენტრებში 121 კოვიდდადასტურებული პაციენტი მკურნალობს.

„ისევ სტაბილური სიტუაცია გვაქვს. მხოლოდ 3 ახალი შემთხვევა დაგვემატა. გამოჯანმრთლებული მხოლოდ 1 იყო, ამ დოისთვის მათი რიცხვი 795-ია. გამოჯანმრთელებულების რიცხვი 85%-ზე მეტია. ამ მონაცემებით კოვიდცენტრებში 121 კოვიდდადასტურებული პაციენტი მკურნალობს. 3 ახალი შემთხვევა გახლავთ ასეთი კონფიგურაციის. 2 არის სატვირთო ავტომანქანის მძღოლი, იმპორტირებულია და 1 დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

ექიმმა ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ პაციენტებზეც ისაუბრა. ეზუგბაიას თქმით, ამ ეტაპზე მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და დაავადება არ პროგრესირებს.

„2 ახალი პაციენტი მოთავსდა ჩვენთან. ერთი მძღოლი და მეორე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტი. გაიწერა მხოლოდ 1 პაციენტი. აქედან გამომდინარე ჩვენთან 22 დადასტურებული კოვიდპაციენტი მკურნალობს. ორივე პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. დაავადება არ პროგრესირებს, მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. ასევე, კლინიკაში მყოფი 22 პაციენტის ზოგადი მდგომარეობა უცვლელია, არ შეინიშნება პროგრესირება“, - დასძინა ეზუგბაიამ.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა. COVID-19-ით პირველი პაციენტი 4 აპრილს გარდაიცვალა. ვირუსის შედეგად ქვეყანაში სულ გარდაცვლილია 15 ადამიანი. ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 931-მდე გაიზარდა.

კორონავირუსი პირველად ჩინეთში, უჰანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა. 21 იანვარს ჩინეთის ხელისუფლებამ დაადასტურა ინფორმაცია, რომ ვირუსი გადამდებია. კოვიდ-19-მა მოიცვა 210 ქვეყანა. ინფიცირებულია 10 მილიონზე მეტი ადამიანი. 11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა.