მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ეზუგბაია: გარდაცვლილი მე-19 პაციენტი მკურნალობდა ბინაზე, რომელსაც მისი და უვლიდა

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია ჟურნალისტებთან კორონავირუსის სტატისტიკაზე საუბრობს, 28 ივლისი 2020 წელი
1598339660
COVID-19

დღეს, 25 აგვისტოს საქართველოში კორონავირუსით მე-19 პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

„პაციენტს აღენიშნებოდა მენჯ-ბარძაყის სახსრის მოტეხილობა, იყო ჭარბწონიანი და პაციენტი მეთვალყურეობდა ბინაზე,“- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ეზუგბაიას თქმით, გარდაცვლილ პაციენტს მისი და უვლიდა, ისიც, ასევე, კოვიდინფიცირებული.

„მათი მეთვალყურეობა ხდებოდა ჩვენს მიერ. უშუალოდ მე მქონდა კომუნიკაცია პაციენტის დასთან,“ - განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ.

ეზუგბაიას თქმით, დაავადება ორივე პაციენტთან მიმდინარეობდა მსუბუქად, თითქმის უსიმპტომოდ, მაგრამ განვითარდა ცხიმოვანი ემბოლია, როგორც ასეთ მოტეხილობებს ახასიათებს და პაციენტი ამ მიზეზის გამო გარდაიცვალა.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა მიმდინარე წლის 26 თებერვალს დადასტურდა.