მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ეზუგბაია: ინფიცირების 19 ახალი შემთხვევიდან 8 ლილოს ბაზრობიდანაა, 1 სამედიცინო პერსონალია

მარინა ეზუგბაია კორონავირუსთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს, 9 ივლისი 2020 წ.
1595575141
COVID-19

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კოვიდინფიცირების 19 ახალი შემთხვევიდან 8 ლილოს ბაზრობიდაქნ არის, 5 შემთხვევა გაჩიანიდან, 2 იმპორტირებულია, ხოლო 1 სამედიცინო პერსონალია.

ეზუგბაიას თქმით, დანარჩენი სამის ინფიცირების წყაროს მოკვლევა მიმდინარეობს.

„დაგვემატა 19 ახალი დადასტურებული კოვიდშემთხვევა და დღეს გვაქვს 1104 დადასტურებული შემთხვევა. გამოჯანმრთელებული მხოლოდ 1 და გახდა 912. ამ მონაცემების შეჯერებით, იმ დაავადებულების რიცხვი, რომლებიც კოვიდცენტრებში მკურნალობენ, არის 214. 19 ინფიცირებულის კონფიგურაცია ასეთი გახლავთ. 8 შემთხვევა არის ლილოს ბაზრობიდან, 5 შემთხვევა გახლავთ გაჩიანიდან, 2 შემთხვევა იმპორტირებულია, აქედან ერთ-ერთი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია, 1 შემთხვევა გახლავთ სამედიცინო პერსონალი, ხოლო 3 შემთხვევაზე ეპიდემიოლოგიური კვლევა გრძელდება“, - აღნიშნა ეზუგბაიამ.

რაც შეეხება ინფექციურ საავადამყოფოში მოთავსებულ პაციენტებს, მარინა ეზუგბაია ამბობს, რომ ცენტრს მესამე მძიმე პაციენტი დაემატა, თუმცა მათი მდგომარეობა დინამიკაში სტაბილურია.

„გუშინ იყო 30 დადასტურებული შემთხვევა და გამოჯანმრთელებული არ გვყოლია. დაგვემატა 8 ახალი დადასტურებული კოვიდპაციენტი, ამ შემთხვევებიდან 5 ლილოს ბაზრობის წყაროა, 2 გახლავთ გაჩიანიდან და 1 სამედიცინო პერსონალია. ამ 38 პაციენტიდან 2 იყიო მძიმე პაციენტი და დაგვემატა კიდევ 1. ამ სამივე პაციენტის მდგომარეობა დინამიკაში არ უარესდება, პროგნოზი ალბათ კეთილსაიმედო იქნება. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა საშუალოზე მსუბუქი გახლვათ“, - დასძინა ეზუგბაიამ.

ცნობისთვის, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 1104-მდე გაიზარდა, მათგან გამოჯანმრთელებულია 912, ხოლო გარდაცვლილია 16 პაციენტი.