მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ეზუგბაია: ინფიცირების 4 შემთხვევა იმპორტირებულია, ერთი კი საკარანტინე სივრცეში დადასტურდა

მარინა ეზუგბაია კორონავირუსთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს, 16 ივნისი 2020 წ.
1594283879
COVID-19

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას თქმით, კოვიდინფიცირების 5 ახალი შემთხვევიდან 4 სატვირთო ავტომანქანის მძღოლია, ხოლო კიდევ ერთი საკარანტინო სივრცეში დადასტურებული შემთხვევაა.

ექიმი ამბობს, რომ ამ ეტაპზე გამოჯანმრთელებულთა პროცენტული მაჩვენებელი უცვლელია და კვლავ 87%-ს შეადგენს.

„5 ახალი დადასტურებული შემთხვევა დაგვემატა და გაიზარდა 968-მდე. გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 3-ით გაიზარდა და გახდა 844. პროცენტული მაჩვენებელი გამოჯანმრთელებულების უცვლელია და კვლავ 87%-ია. 5 დადასტურებული შემთხვევის კონფიგურაცია ასეთია. 4 შემოტანილი შემთხვევაა. 4-ვე სატვირთო ავტომანქანის მძღოლია, 1 შემთხვევა კი საკარანტინე სივრცეში დადასტურებულია“, - განაცხადა მარიან ეზუგბაიამ.

ცნობისთვის, კორონავირუსი პირველად ჩინეთში, უჰანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა. 21 იანვარს ჩინეთის ხელისუფლებამ დაადასტურა ინფორმაცია, რომ ვირუსი გადამდებია. 

კოვიდ-19 მსოფლიოს 210 ქვეყანაში გავრცელდა. 11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა. რაც შეეხება საქართველოს, ქვეყანაში კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 968-მდე გაიზარდა, მათგან გამოჯანმრთელდა 844, ხოლო 15 პაციენტი კოვიდვირუსის შედეგად გარდაიცვალა.