მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ეზუგბაია: ინფიცირების 8 შემთხვევიდან 7 იმპორტირებულია, 1 დადასტურებულთან კონტაქტი

მარინა ეზუგბაია კორონავირუსთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს, 16 ივნისი 2020 წ.
1593674403
COVID-19

კოვიდინფიცირების 8 ახალი შემთხვევიდან 7 იმპორტირებულია, 1 დადასტურებულთან კონტაქტი“, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

ეზუგბაიას თქმით, ინფიცირების ახალი შემთხვევიდან 6 სატვირთო მანქანის მძღოლია.

„გუშინდელი მონაცემებით საქართველოში დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა იყო 931 და გაიზარდა რვით, ამ ეტაპზე 939 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი. გამოჯანმრთელებულებს კიდევ 23 პირი დაემატათ და გვყავს 817 გამოჯანმრთელებული. გამოჯანმრთლებულების რაოდენობა 87%-ია. ამ მონაცემების გათვალისწინებით კოვიდცენტრებში დღევანდელი მონაცემებით 107 პაციენტი მკურნალობს. 8 ახალი შემთხვევიდან 1 გახლავთ დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი, დანარჩენი 7 იმპორტირებულია, ამ 7-დან 6 სატვირთო მანქანის მძღოლია“, - აღნიშნა ეზუგბაიამ.

რაც შეეხება ინფექციურ საავადმყოფოს მონაცემებს, ეზუგბაია ამბობს, რომ გუშინ 4 დადასტურებული კოვიდპაციენტი შემოემატათ. მანვე აღნიშნა, რომ პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია და დაავადება არ პროგრესირებს.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა. COVID-19-ით პირველი პაციენტი 4 აპრილს გარდაიცვალა. ვირუსის შედეგად ქვეყანაში სულ გარდაცვლილია 15 ადამიანი. ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 939-მდე გაიზარდა.

კორონავირუსი პირველად ჩინეთში, უჰანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა. 21 იანვარს ჩინეთის ხელისუფლებამ დაადასტურა ინფორმაცია, რომ ვირუსი გადამდებია. კოვიდ-19-მა მოიცვა 210 ქვეყანა. ინფიცირებულია 10 მილიონზე მეტი ადამიანი. 11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა.