მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ეზუგბაია: ხუთი ახალი შემთხვევიდან ერთის ინფიცირების წყარო უცნობია

მარინა ეზუგბაია კორონავირუსთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს, 9 ივლისი 2020 წ.
1594365070
COVID-19

„5 ახალი შემთხვევიდან სამი სატვირთო მანქანის მძღოლია, ერთი საკარანტინო სივრციდან დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, ხოლო ერთის ინფიცირების წყაროს დასადგენად ეპიდემიოლოგიური კვლევა ამ დრომდე გრძელდება“,- ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

მისი თქმით, გამოდის, რომ კორონავირუსით ინფიცირების ერთი შემთხვევა შიდა გავრცელებაა.

ინფექციურ საავადმყოფოში ორი ახალი ინფიცირებული შეიყვანეს, რომელთა მდგომარეობა საშუალოზე მსუბუქია. ისინი სატვირთოების მძღოლები არიან.

დღეს, 10 ივლისს, საქართველოში კორვიდინფიცირების 5 ახალი ფაქტი დადასტურდა, რის შედეგადაც შემთხვევვების რიცხვი 973-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელებულია 846 და გარდაცვლილია 15 პაციენტი.