მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ეზუგბაია: კოვიდინფიცირების 3 ახალი შემთხვევა საკარანტინო სივრციდან არის

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ჟურნალისტებთან 2020
1590562320
COVID-19

3 დადასტურებული შემთხვევიდან სამივე საკარანტინო სივრციდან არის, ახალი წყარო არ არის. აღნიშნულის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

ექიმმა ინფექციურ საავადმყოფოში მყოფი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა. ეზუგბაიას თქმით, პაციენტების სიმძიმის თანაფარდობა უცვლელია.

"ამ ეტაპზე კოვიდცენტრებში მკურნალობს 166 პაციენტი. გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 2-ჯერ უსწრებს მკურნალობაზე მყოფი პაციენტების რაოდენობას. ამ 3 დადასტურებული შემთხვევიდან სამივე საკარანტინო სივრციდან არის, ახალი წყარო არ გვაქვს. ჩვენს ცენტრში დღეს დილის მონაცემებით 38 პაციენტი გვყავდა, აქედან 4 იყო შესაძლო შემთხვევა, რომელთა კვლევით გუშინ გამოირიცხა კოვიდინფექცია და ოთხივემ დატოვა დღეს კლინიკა. ამ ეტაპზე მხოლოდ 34 დადასტურებული შემთხვევა გვყავს, 1 პირი როგორც კოვიდზე შესაძლო შემთხვევა დილიდან მოვიდა გამოსაკვლევად. პაციენტების სიმძიმის თანაფარდობა უცვლელია. კვლავ სამი მძიმე პაციენტია, მაგრამ სტაბილიზაცია მიღებულია, მცირედი, თუმცა ყოველდღიური გაუმჯობესება შეიმჩნევა.ძირითადად საშუალო სიმძიმის პნევმონიით არიან პაციენტები. მსუბუქი პაციენტები პნევმონიის გარეშე არიან", - აღნიშნა ეზუგბაიამ.