მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ეზუგბაია: კოვიდინფიცირების 3 ახალი შემთხვევიდან ერთი სატვირთო მანქანის მძღოლია

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ჟურნალისტებთან 2020
1590648467
COVID-19

3 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან ერთი არის სატვირთვო მანქანის მძღოლი, დანარჩენო 2 გახლავთ არსებული დადასტურებული შემთხვევების კონტაქტი. აღნიშნულის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ექიმმა აღნიშნა, საქართველოში სტაბილური და კონტროლირებადი მდგომარეობაა. მისივე თქმით, გამოჯანმრთლებულების რაოდენობა 408-ით აჭარბებს ამჟამად მკურნალობაზე მყოფ პაციენტებს.

"სტაბილური მდგომარეობაა. ეს ნიშნავს იმას, რომ მატება არის ზომიერი და კონტროლირებადი ბოლო 10 დღის განმავლობაში. გუშინ დაგვემატა 3 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ამ ეტაპზე გვყავს 738 დადასტურებული შემთხვევა. გამოჯანმრთლებულების რიცხვმაც მოიმატა 16-ით. ამ ეტაპზე კოვიდცენტრებში მკურნალობს 153 დადასტურებული პაციენტი. გამოჯანმრთლებულების რაოდენობა 408-ით აჭარბებს ამჟამად მკურნალობაზე მყოფ პაციენტებს. 3 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან ერთი არის სატვირთვო მანქანის მძღოლი, დანარჩენო 2 გახლავთ არსებული დადასტურებული შემთხვევების კონტაქტი.ჩვენს ცენტრში ახალი დადასტურებული შემთხვევა არ შემოუყვანით. გვყავდა 34 და 2 გამოჯანმრთელდა, ამ ეტაპზე 32 დადასტურებული შემთხვევა მკურნალობს ჩვენს კლინიკაში. 3 მძიმე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის დინამიკაც გაუმჯობესებულია, მაგრამ სამიდან ერთის მდგომარეობა ჯერ კიდევ საყურადღებოა", - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.