მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ეზუგბაია: კოვიდინფიცირების ოთხივე ახალი შემთხვევა იმპორტირებულია

მარინა ეზუგბაია ჟურნალისტებთან, 16 ივნისი 2020 წ.
1593760559
COVID-19

„კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა შემოტანილია, არცერთი არ არის შიდა გადაცემით გავრცელებული“, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

ექიმის თქმით, ამ დროისთვის კოვიდცენტრებში 107 პაციენტი მკურნალობს.

„დაემატა კოვიდინფიცირებულებს 4 ახალი შემთხვევა და გახდა 943. გამოჯანმრთელებულების რიცხვიც 4-ით გაიზარდა და გახდა 821. ამ ციფრებით გამოჯანმრთელებულია კვლავ 87%. ამ ეტაპზე ამ მონაცემების შეჯერებით კოვიდცენტრებში მკურნალობს 107პაციენტი. 4 ახალი შემთხვევა ყველა შემოტანილია, არცერთი არ არის შიდა გადაცემით გავრცელებული. 2 გახლავთ სატვირთო ავტომანქანის მძღოლი, ხოლო კიდევ 2 მოქალაქე შემოსული სხვა ქვეყნებიდან“, - აღნიშნა ეზუგბაიამ.

რაც შეეხება ინფექციურ საავადმყოფოს, კვლავ 23 დადასტურებული კოვიდპაციენტი მკურნალობს.

„იმიტომ რომ დაგვემატა 1 ახალი დადასტურებული შემთხვევა და 1 გამოჯანმრთელდა. კვლავ დარჩა 23 დადასტურებული შემთხვევა. ახალი პაციენტის მდგომარეობაც არ არის მძიმე, საშუალო სიმძიმისაა. ყველა პაციენტი, რომელიც ამჟამად ჩვენს ცენტრში მკურნალობს მათი მდგომარეობა არ შეცვლილა“, - აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.