მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ეზუგბაია: კრიტიკული პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესდა

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ჟურნალისტებთან 2020
1590130538
COVID-19

ინფექციურ საავადმყოფოში მყოფი კრიტიკული პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა და მისი პროგნოზი კეთილსაიმედოა.

აღნიშნულის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. ეზუგბაია ამბობს, რომ დანარჩენი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

"ჩვენს ცენტრში 40 პაციენტი მკურნალობს, აქედან 35 დადასტურებულია კოვიდ-19-ზე. გუშინ ახალი დადასტურებული შემთხვევა არ მიგვიღია. ეს 5 არის შესაძლო შემთხვევა, რომელსაც იკვლევენ და დღის განმავლობაში გვეცოდინება პასუხები. ჩვენი პაციენტების მდგომარეობა უცვლელია. კრიტიკული პაციენტი, რომელსაც მუდმივად ვახსენებდით გამოჯობესდა მისი მდგომარეობა. დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ მისი პროგნოზი კეთილსაიმედოა. მდგომარეობა დასტაბილურდა, ჟანგბადის საჭიროებაც მოიხსნა, ასეთი მდგომარეობით თუ გაგრძელდება სიტუაცია ალბათ, ბინაზე გაწერაზეც ვილაპარაკებთ. 2 პაციენტი გვყავს ამ ეტაპზე მძიმე პნევმონიით, მათი მდგომარეობა ჯერჯერობით არ არის სტაბილური, გარკვეულწილად პროგრესირებაა. ძირითადი პაციენტების მდგომარეობა საშუალო სიმძიმის არის", - აღნიშნა ეზუგბაიამ.

რაც შეეხება 2 ახალ შემთხვევას, ეზუგბაიას თქმით, ერთი თეთრიწყაროს დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია,ხოლო მეორესაკანტინე სივრცედან არის.