მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მარინა ეზუგბაია: ქვეყანაში 9 კრიტიკული პაციენტია, მძიმე პაციენტი 70-მდეა

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია ჟურნალისტებთან კორონავირუსის სტატისტიკაზე საუბრობს
1600327738
COVID-19

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს შორის 9 კრიტიკულია, 70-მდე კი, მძიმე პაციენტია.

მისი თქმით, დღეში 11 000 PCR ტესტი ტარდება.

„თუ ჩვენ მომდევნო დღეებში ასეთი მინიმალური სხვაობით გვექნება დაღმართი, კარგი იქნება.

ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია აჭარის რეგიონი, იქ მობილიზებულია განსაკუთრებით დიდი ძალები და მიმდინარეობს მუშაობა, რომ მოხდეს ლიკვიდაცია იმ რეგიონში. ასეთი მინიმალური კლებით, ალბათ სადღაც 2 კვირაში ისევ ზომიერ, კონტროლირებად მატებას მივიღებთ. ეს სურვილია, მაგრამ ვნახოთ, როგორ განხორციელდება. ეს დამოკიდებულია მოქალაქეების მაღალ პასუხისმგებლობაზე. აუცილებელია რეგულაციების შესრულება - პირბადეების ტარება, დისტანცირება“,- აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.

ინფორმაციისთვის, გუშინ კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, დღეს, 179. დღევანდელი შემთხვევებიდან:

  • 126 აჭარაში დაფიქსირდა;
  • 16 იმერეთში;
  • 15 თბილისში;
  • 7 სამეგრელო-ზემო სვანეთში ;
  • 7 მცხეთა-მთიანეთში;
  • 4 გურიაში;
  • 4 კახეთში.