მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ეზუგბაია: რეგულაციების გამკაცრების საჭიროება არ იქნება

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ჟურნალისტებთან 2020
1590994712
COVID-19

თბილისის ინფექციურის საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 11 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 8 საბურთალოს კლასტერია, 3 მარნეულის, კერძოდ, სოფელი მარეთიდან.

"ახალი კლასტერი ქვეყანაში არ გვყავს", - აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.

მარინა ეზუგბაია ფიქრობს, რომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ქვეყანაში რეგულაციების გამკაცრების საჭიროება არ იქნება, თუმცა, მან მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა, თვითშეზღუდვები დაიწესონ.

"მე მგონი რეგულაციების გამკაცრების საჭიროება არ დადგება, რადგან საბურთალოს კლასტერს მთლიანად შეისწავლიან და არ მგონია, რომ ამ კლასტერის გავრცელება და გაბევრება მოხდეს.

ყველაზე მძიმე იყო სოფელი გეტა და მუშევანი. აქაც ჩვენ მე მგონი ბოლოსკენ გავდივართ, თუ ორი კვირის შემდეგ დადასტურებული შემთხვევა აღარ იქნება, შეიძლება ვთქვათ, რომ უკვე გავიარეთ ეს ბეწვის ხიდი და არ მგონია, მერე გამკაცრებაზე იყოს ლაპარაკი.

თუმცა, მუდმივად ვლაპარაკობთ, რომ საჭირო არ არის ეს რეგულაცია ქვეყანამ დააწესოს, ჩვენ უნდა ვისწავლოთ კოვიდთან ერთად ცხოვრება, არსად არ წასულა, არის ჩვენთან ერთად. სიტუაციას რაღაცნაირად მოვერგოთ და თვითშეზღუდვები დავიწესოთ, ეს არის ყველაზე კარგი გამკაცრებული ღონისძიება თითოეული ჩვენგანისთვის. ჩვენს თავებს და ოჯახებს მოვიფრთხილდეთ", - აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.