მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ეზუგბაია: სიტუაციის მართვა, რომ შევძლოთ მოქალაქეების თანადგომაა საჭირო

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია ჟურნალისტებთან კორონავირუსის სტატისტიკაზე საუბრობს
1600783296
COVID-19

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას თქმით, იმისთვის, რომ საქართველოში და კერძოდ, აჭარის რეგიონში ეპიდსიტუაცია მართვადი იყოს, საჭიროა მოქალაქეების თანადგომა.

ექიმი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია თითოეულმა მოქალაქემ არსებული რეგულაციები ზედმიწევნით შეასრულოს.

„გარკვეულწილად ამისთვის აუცილებელია მოსახლეობის თანხვედრა სახელმწიფოსთან ერთად. რაც ნიშნავს იმას, რომ დავიცვათ არსებული რეგულაციები. არსებული სიტუაცია, რომ შევინარჩუნოთ და მივიღოთ სტაბილიზაცია და წავიდეთ ლოკალიზაციისკენ ამ აჭარის რეგიონში. ამისთვის მხოლოდ ვერტიკალის მუშაობა არ არის საკმარისი, აუცილებელია მოქალაეების თანადგომა. ვიმეორებ, უნდა დავიცვათ ის რეგულაციები იმისთვის, რომ სიტუაციის მართვა შევძლოთ“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ინფორმაციისთვის, დღეს, 22 სექტემბერს საქართველოში კოვიდინფიცირების 218 ახალი შემთხვევა დადასტურდა, მათგან ყველაზე მეტი აჭარაში 137 შემთხვევა გამოვლინდა.