მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ეზუგბაია: თითოეულ მოქალაქეზეა დამოკიდებული რა სიტუაცია იქნება ხვალ

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია ჟურნალისტებთან კორონავირუსის შესახებ განცხადებას აკეთებს. 2020 წ.
1599724231
COVID-19

„თითოეულ მოქალაქეზეა დამოკიდებული ხვალ რა სიტუაცია გვექნება ქვეყანაში, ეს არ არის მაღალფარდოვანი სიტყვა. ეს რეალობაა“, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

მისივე თქმით, თითოეულ ადამიანზეა დამოკიდებული კოვიდინფექციის გავრცელების სტატისტიკა და ეპიდემიის ხარისხიც.

„თუ თითოეული ჩვენგანი შეასრულებს რეგულაციას, ეს შეჩერდება და მოხდება კლება. როგორმე ვეცადოთ, რომ შევინარჩუნოთ ეს მაჩვენებელი. არ ვლაპარაკობთ რომ ეს, მეორე ტალღაა. ეს არ არის პირველად გაცხადებული სიტუაცია“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

ექიმი ამბობს, რომ ეს არ არის ვირუსის მეორე ტალღა. ეზუგბაიას განცხადებით, კოვიდინფექციის მეორე ტალღა ზამთრის სექონზე იქნება.

ინფორმაციისთვის, დღეს, 10 სექტემბერს საქართველოში კოვიდინფიცირების 57 ახალი შემთხვევა დადასტურდა.