მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

FDA-ის საკონსულტაციო საბჭომ 65 წელს ზემოთ და რისკის ქვეშ მყოფი პირებისათვის ფაიზერის ვაქცინის მესამე დოზის რეკომენდაცია გასცა

ფაიზერის მესამე დოზა
1631916477
COVID-19

აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის (FDA) საკონსულტაციო საბჭომ 65 წელს ზემოთ და რისკის ქვეშ მყოფი პირებისათვის Pfizer-ის ვაქცინის მესამე დოზას რეკომენდაცია გაუწია. ამის შესახებ ინფორმაციას thehill.com ავრცელებს.

ამასთანავე, საბჭომ ფაიზერის ვაქცინის მესამე დოზის ფართოდ გამოყენებას რეკომენდაცია არ გაუწია.

15 სექტემბერს აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის (FDA) მეცნიერებმა განაცხადეს, რომ Pfizer-ის ვაქცინის მესამე დოზა უფრო მაღალ იმუნურ პასუხს წარმოქმნის, თუმცა მიიჩნევენ, რომ ვაქცინის დამატებითი დოზის ფართოდ გამოყენება საჭირო არ არის.

გარე კონსულტანტებისთვის მომზადებულ დოკუმენტში აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის მეცნიერები აღნიშნავენ, რომფაიზერის ვაქცინა მარეგულირებლის მიერ დაწესებულ მოთხოვნებს აკმაყოფილებს და ცხადყოფს, რომ დამატებითი დოზა იმუნურ პასუხს წარმოქმნის.

„ზოგიერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ფაიზერის ვაქცინის ეფექტურობა სიმპტომური ინფექციის ან „დელტა“ ვარიანტის წინააღმდეგ დროთა განმავლობაში მცირდება, თუმცა ზოგიერთმა კვლევამ მსგავსი შედეგი არ ცხადყო. საერთო ჯამში, მონაცემები მიუთითებს იმაზე, რომ ამჟამად აშშ-ში ლიცენზირებული ან ავტორიზებული ვაქცინები კვლავ უზრუნველყოფენ დაცვას მძიმე დაავადებისა და სიკვდილისგან“, - ნათქვამია განცხადებაში.