მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გაბუნია: „ასტრაზენეკით“ ვაქცინაცია 45 წლიდან განისაზღვრა

ქვეყნის მასშტაბით საწოლფონდის მობილიზება მოხდება
1620732947
COVID-19

„ასტრაზენეკით“ ვაქცინაცია 45 წლიდან განისაზღვრა, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ იმუნიზაციის საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„საბჭომ მხარი დაუჭირა იმ წინადადებას, რომ ასაკობრივი ზღვარი „ასტრაზენეკასთვის“ შემცირდეს 45 წლამდე. 55 წლის ნაცვლად ხვალ დღის ბოლოდან „ასტრაზენეკას“ ვაქცინაციისთვის რიგის დაჯავშნას შეძლებენ მოქალაქეები 45 წლის და ზემო ასაკში.

განსაკუთრებით მაღალი იყო მოთხოვნა სამედიცინო პერსონალის მხრიდან „ასტრაზენეკას“ შემთხვევაში, ასაკის შემცირებაზე. რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ მოსახლეობის ინფორმირებას ყველა შესაძლო გართულების, რისკის შესახებ.

მინდა, ხაზი გავუსვა, რომ სავარაუდო გართულებები, რის გამოც სხვადასხვა ქვეყანამ „ასტრაზენეკაზე“ განიხილა ასაკის შეზღუდვა, არის ძალიან იშვიათი და ეს კიდევ უფრო იშვიათია მაღალ ასაკში.

თუმცა ექსპერტებმა ჩათვალეს, რომ 45 წლის ასაკში საკმარისად უსაფრთხო იქნება „ასრაზენეკას“ გამოყენება“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

შეგახსენებთ, „ასტრაზენეკას“ გამოყენება მხოლოდ 55 წელს ზემოთ ასაკის პირებში ხდებოდა.

ინფორმაციისათვის, საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 1 788 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 1 251 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 324 256-ს შეადგენს, ხოლო სულ გამოჯანმრთელებულია 303 679 პირი.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიური - 5,76%, ბოლო 14 დღის - 6,07%, ბოლო 7 დღის - 6,35%-ია.

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრა 15 მარტიდან დაიწყო.

აგრეთვე წაიკითხეთ:👇

„არ გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ კომენდანტის საათის გადაწევაზე ვიფიქროთ“

„თუ არ გავლაღდებით, 2 კვირაში ვირუსმა უკუსვლა უნდა დაიწყოს“

„მოქმედებს ცხელი ხაზი - 15 22, რომელიც მსურველებს აძლევს საშუალებას, კოვიდვაქცინაციის ჩასატარებლად, ტელეფონით დარეგისტრირდნენ“