მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გაბუნია: სეზონურობის თეორიას თუ დავუკავშირებთ ვირუსის მეორე ტალღა შესაძლოა შემოდგომაზე იყოს

ჯანდაცვის მინისტრის მოაგილე კორონა ვირუსზე
1591196366
COVID-19

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნია განცხადებით, კოვიდ-19-თან დაკავშირებით სეზონურობის თეორია თუ გამართლდა, ვირუსის მეორე ტალღა შესაძლოა შემოდგომაზე იყოს.

"ოქტომბერი, ნოემბერი უფრო უნდა იყოს ის პერიოდი, როდესაც მეორე ტალღლა მოსალოდნელია, თუ ამას დავუკავშრებით სეზონურობის თეორიას. ვცდილობთ მოვემზადოთ იმისთვის, რომ კრიზისული მომენტი ჯანდაცვის სისტემაში არ დადგეს და ეპიდემიის ესკალაცია არ მივიღოთ. რა თქმა უნდა მთავარი სამიზნე ისევ იქნება, რომ შევინარჩუნოთ ეპიდემიის დაბალი გავრცელება მდგომარეობა, რომელიც დღეს გვაქვს", - განაცხადა "რუსთავი 2"- ის ეთერში თამარ გბუანიამ.

ცნობისთვის, ამ ეტაპაზე საქართველოში კოვიდინფიცირების 800 შემთხვევაა გამოვლენილი, გამოჯანმრთელებულია 640, ხოლო ქვეყანაში ვირუსს 13 ადამიანი ემსხვერპლა. მსოფლიო მასშტაბით კოვიდნფიცირებულია 6 მილიონზე მეტი ადამიანი, 3 მილიონზე მეტმა კი ინფექცია დაამარცხა.